,,პანიკის საფუძველი არ არისებობს, დედაქალაქში აცრები გრძელდება” – გიორგი კობიაშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით,  ცოფის ვირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. როგორც გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ცხოველების აცრა ცოფის წინააღმდეგ გრძელდება.

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, ცოფთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, მასობრივად არ ხდება აცრები, რის გამოც მარტივად და სწრაფად ვრცელდება ცოფის ვირუსი. საბედნიეროდ, დედაქალაქში არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა , არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებენ ცხოველების აცრებს ცოფის წინააღმდეგ. ამ პროცესებში ჩართულნი არიან ცხოველების მიმკედლებლებიც, რომლებიც ადგილზე გვეხმარებიან. მუნიციპალურ თავშესაფარში ყოველდღიურად შემოდის ათობით ცხოველი, რომლებსაც ადგილზე უკეთდებათ ცოფის ვაქცინა. ასევე, ჩვენი სპეციალური ჯგუფი ყოველდღიურად გადაადგილდებიან ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე და ადგილზე ახორციელებენ აცრას,”- განაცხადა გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

თბილისში, ცხოველების ცოფზე აცრა უფასოა – გიორგი კობიაშვილი “მედიცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები