,,გონჩარენკოს ვურჩევდი, თავის ოჯახის წევრებს მიხედოს”- მიქანაძე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე

უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე  რადას დეპუტატ, ოლექსეი გონჩარენკოს პასუხობს და ურჩევს, თავის ოჯახის წევრებს მიხედოს. მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბარი მიზანმიმართული კამპანიაა.

,,გონჩარენკომ, მე ვურჩევდი, რომ თავის ოჯახის წევრებს მიხედოს, რომლებიც კორუფციის საკითხებში არიან მხილებული და ამაზე საჯაროდ გახდა ცნობილი, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს ეს არის სრული აბსურდი, მორიგი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი რამენაირად ამ პროცესებს დაუკავშირონ, მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არც პოლიტიკაში მონაწილეობს და მითუმეტეს ამ პროცესებისგან სრულიად გამიჯნულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, მიზანმიმართული ქმედება, რომელიც არ გვიკვირს ისეთი ოდიოზური ფიგურისგან, როგორიც ბატონი გონჩარენკო ბრძანდება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის გონჩარენკომ განაცხადა: ,, მივმართე უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციათა სიაში მოხვდეს, რადგან ივანიშვილი რუსეთის აგენტია”.

მსგავსი თემები