,,გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,  უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანების წინა მოლაპარაკებების გამართვას“, – განაცხადა შმიგალმა.

შმიგალმა კორუფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა სერიოზულად უდგება აღნიშნულ საკითხს.

„სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ გაჩენილა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მის ამოძირკვას შევძლებთ“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები