,,მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია”- გურამ კაკულია

სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა.

ბრალდებულმა, მედიას მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”.

,,მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას,”- განაცხადა გურამ კაკულიამ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს ბრალად სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. მათი სახელი ასევე ფიგურირებს  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც. გამოძიება კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები