,,რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს, დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს. მისი თქმით,  ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, მუდმივი თავდასხმების ქვეშაა ბახმუტი, უგლედარი და დონეცკის რეგიონი.

“რუსეთს ომის გაჭიანურების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ასე რომ, დრო უნდა გამოვიყენოთ ჩვენს იარაღად. უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ახალი ვარიანტების გახსნა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები