,,პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე”- კობა ნაყოფია

,,მე პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ანაცხადა.

მისივე თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ პარტიას დაატოვებს.

„რაც შეეხება ჩემს თანამდებობას – პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე”,- განაცხადა ნაყოფიამ.

ნაყოფიას არ ჰგონია, რომ . „ნაციონალური მოძრაობა” ორ ფლანგად დაიშლება.

„არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, – განაცხადა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მსგავსი თემები