,,სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია”- გიული ალასანია

,,მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის სურვილია ”ნაციონალური მოძრაობა” არ დაიშალოს.

„თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ არაფერში, არც არჩევნების პროცესში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს – ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და მას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. კიდევ, ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს საუბარი. მოუწოდებს, ეს არ მოხდეს, რომ ძალა ერთობაშია. პარტიაში მიმდინარე თემებზე ჩემთან არასდროს არ დაუძრავს კრინტი და პირველად ახლა გააკეთა კომენტარი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მსგავსი თემები