ხულოში, ქალი ქმარს და მის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს – ახალი დეტალები

ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის განცხადებით, მეუღლის ოჯახის წევრები მას  ჩადრის ტარებას აიძულებდნენ.

მისივე თქმით, ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ამ წუთებში სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესზე ქალმა ფოტომასალა წარადგინა, რომელზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს.

დაზარალებულის თქმით, მასზე ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა და სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.

ქალის მეუღლე დაკავებულია.

რძალი დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს – რა მოხდა ხულოში?

მსგავსი თემები