იტალიაში, თმის ფენისა და მტვერსასრუტის მოპარვისთვის 33 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, ნეაპოლში  სამართალდამცველებმა 33 წლის ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველმა ტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენი და მტვერსასრუტი მოიპარა.

ახალგაზრდა ქართველმა მოპარული ნივთები, ზურგჩანთაში დამალა. ნივთების საერთო ღირებულება 1500 ევროს შეადგენდა.

მაღაზიის თანამშრომელმა შენიშნა, რომ დაკავებული ტერიტორიის დატოვებას თანხის გადახდის გარეშე აპირებდა, რის გამოც კარაბინერები გამოიძახა. იტალიელმა სამართალდამცველებმა კაცი ადგილზევე დააკავეს.

მსგავსი თემები