,,ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა…”- ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი დაემუქრა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ომის დაწყებამდე  სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.

ჯონსონის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.

“ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: “ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

 

მსგავსი თემები