გელათის ტაძრის წინამძღვარი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო, მას სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.

ცნობისთვის, ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

მსგავსი თემები