,,ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი”- გია ვოლსკი

,,ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი,” – ამის შეახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რევოლუციური გეგმის საუკეთესო აღმსრულებლად კეზერაშვილი შეარჩიეს.

„ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. არ ვიცი, როგორ ჩატარდა არჩევნები, ამის შეფასებას ნუ დამაწყებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით. საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია. კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი. რეალურად, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში 4 კანდიდატი იქნა შერჩეული და ამ 50 ათასი ადამიანის, ამომრჩევლის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები