ტრაგედია მატჩამდე – რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში?

მცირე პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „რომასთან“ ტურის მატჩი, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს.

თუმცა, წარმატებულ მატჩამდე, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაეცვალა. როგორც ირკვევა, შემთხვევა მატჩამდე 2 დღით ადრე მოხდა. კვარაცხელიას ხელის სამაჯურზე ბებიის სახელი ეწერა.

ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, კვარაცხელიამ თამაში წარმატებით ჩაატარა და  მე-17 წუთზე მისი საგოლე პასით ”ნაპოლი” დაწინაურდა.

კვარაცხელიას ანგარიშზე  იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი თემები