მოსამართლემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო.

გასულ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება.

საუბარია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

სააკაშვილის დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო. დაცვის მხარის თქმით, დასკვნა არ ჯდება სამართლის ფარგლებში, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზამ ის ისე მოამზადა, რომ არც ერთხელ არ მოუნახულებია მიხეილ სააკაშვილი.

მოსამართლის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა.

მსგავსი თემები