„აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს – მედია

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს.

გამოცემის ცნობით,  აბრამსის“ ტიპის ტანკებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „აბრამსები“ ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

მსგავსი თემები