გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი არ დაუშვებს ნატო-ს და რუსეთს შორის ესკალაციას.

„შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, არ ჩაერთოთ მუდმივ სავაჭრო ომში, როდესაც საქმე ეხება იარაღის სისტემებს. როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება ტანკებზე, გერმანიაში ახალი დებატები იწყება, რაც არასერიოზულია და ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები