„ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს რამდენიმე წევრმა თანამდებობა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა –  ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს.

მათი განმარტებით, პარტიის რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

 

მსგავსი თემები