,,ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”- ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ახლა მისთვის, მისი თანამებრძოლებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხება.

,,ახლა ვართ პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე, მნიშვნელოვანი არის პრეზიდენეტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, 14:00-ზე ბრიფინგს გავაკეთებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში.

ახლა ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც ეხება პრეზიდენტს სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას და მის გადარჩენას, ამიტომ, დღეს ანუ აქ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, ბოდიშს გიხდით, 14:00-ზე საზოგადოებას ჩვენი გუნდი სპეციალურ ბრიფინგზე მოგახსენებთ არჩევნების შესახებ,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მსგავსი თემები