,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის”- ლევან ბეჟაშვილი

,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე”, – ასე ეხმაურება  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, პარტიის წევრების წინაშე და ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა კანდიდატის და ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან და ყველა პარტიის წევრს განაწყობს საბრძოლველად”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა.

მსგავსი თემები