ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოშია

2023 წლის 30 იანვარს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

მსგავსი თემები