შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაწყებული.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

მსგავსი თემები