,,ყრუ მდუმარება, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვანს”- იაგო ხვიჩია

,,ყრუ მდუმარება, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვანს”,-  ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიწყოს სერიოზული ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს ციხეში ყველასთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვრჩებით ამ ჩაკეტილ წრეში. მე მინდა, რომ ეს წრე გავარღვიოთ. წრე გავარღვიოთ ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეთ გამოსვლის შემთხვევაში მაინც არ არსებობდეს ეს ჩაკეტილი წრე. ჩემი აზრით, ასეთი გზა არის შესათავაზებელი „ქართული ოცნებისთვის“. „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ყველაფრისთვის მზადაა და მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ სერიოზულად უნდა დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრი და ის ყრუ მდუმარება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები