,,მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი”- სიმონიანი

„ყოველთვის მინდოდა მეთქვა: გმადლობთ კაციჭამიების მკვლელობისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა,”- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.

პუტინმა სიმონიანი  “სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში დამსახურებისა და ეროვნული კულტურის განვითარებაში წვლილისთვის” ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

“მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი” – მიმართა სიმონიანმა პუტინს.

 

მსგავსი თემები