სპეცოპერაცია გორში – დაკავებულია ნარკორეალიზატორი

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ამ წუთებში, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერაცია გორშიც მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ჯუღაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, სპეცოპერაცია კი გრძელდება.

მსგავსი თემები