,,ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ, ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი უკრაინის და საქართველოს საზღვრებს პატივს არ სცემს”- ზარქუა

,,ბატონო ზელენსკი! შეურაცხმყოფელი ალბათ, უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც ის არის და არც საქართველოს საზღვრებს, პატივს არ სცემს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, რომ აქ რევოლუციას მოგვიწყობდა,”- ამის შესახებ  “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ”ალბათ, უფრო ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი”.

„სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი – ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა გააჩნია. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის. ნათელი ხდება, რომ პატიმარ სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის ადარდებს. დაქირავებული ჰყავთ პიარ-კომპანიები, რომელთა მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის სხვადასხვა ენებზე, ერთი და იგივე სათაურით, ერთი და იგივე ტექსტებით ამის აფიშირება ხდება – მათ შორის ბატონი ზელენსკიც შეუწუხებიათ, რომელიც საერთო ოკუპანტს – რუსეთის აგრესიას ებრძვის და აგერ კაცმა მოიცალა და ასეთი განცხადება გააკეთა. მსოფლიოში არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა თუკი დააშავე, სასჯელი მშვიდად უნდა მოიხადო, სტატუსისა და თანამდებობის მიუხედავად“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები