„ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მთელი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია” – ნედ პრაისი

ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს და ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

პრაისის თქმით, ნებისმიერ დროს, როცა ვირუსი ვრცელდება, მისი მუტაციის საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება.

„ჩვენ ამ ვირუსის ბევრი მუტაცია ვნახეთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასე ფოკუსირებულები ვართ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებს დავეხმაროთ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა პრაისმა.

ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ, ჩინეთმა მიმდინარე კვირაში განაცხადა. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, ჩინეთის მთავრობის ოფიციალური ვერსიით, ვირუსს სულ 5 237 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები