აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის არანაკლებ 132 025 000 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

2023 წლის ნაერთი ასიგნებების აქტის თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებული არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს, რომ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დროულად უნდა გამოაქვეყნოს ასეთი მთავრობების ან ქვეყნების სია.

ნაერთი ასიგნებების აქტის მიხედვით, ამ აქტით გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება, იყოს ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

მსგავსი თემები