სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება დაბლოკა

„რესპუბლიკელი“ სენატორი წინააღმდეგია, უკრაინისთვის მორიგი, 40 მილიარდიანი დახმარება გამოიყოს. სენატის წარმომადგენელმა რენდ პოლმა დახმარების პაკეტი დაბლოკა.

როგორც კენტუკის შტატის სენატორი განმარტავს, საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და ყოველი გამოყოფილი თანხა სპეციალურმა ინსპექციამ აკონტროლოს. აღნიშნულისთვის კი სენატორი სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითხოვს.

CNN-ის ინფორმაციით, რენდ პოლის წინააღმდეგობის დაძლევას რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა, საბოლოოდ სენატი კანონპროექტს მაინც დაამტკიცებს.

 

მსგავსი თემები