ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არძინბა „რუსეთისა და ბელარუსის დედაქალაქებში აქტუალური ურთიერთქმედების საკითხებს განიხილავს“.

ამ დროისთვის უცნობია, შეხვდება თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის ხელისუფლების წევრებს.

მსგავსი თემები