მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიის განახლებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რადაში მიღებულ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის განახლებულ მოსაზრებას.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტი სახელწოდებით – „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დახვეწა“ 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით რადაში დაბრუნდა. რადამ კანონპროექტს 13 დეკემბერს დაუჭირა მხარი.

მანამდე სასამართლო რეფორმის დარგის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არსებულმა რედაქციამ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოაქციოს და პარლამენტს სთხოვეს, არ მიეღო კანონი ამ ფორმით. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი სასამართლო რეფორმის დარგის ექსპერტებმა ზელენსკის ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა განახლებული მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით და რეკომენდაცია გასცა, მასში შესწორებები შესულიყო საჯარო ექსპერტების მიერ მოწოდებული ფორმულირებით.

მსგავსი თემები