,,მოვა დრო, როცა ისინი ყველა ამ დანაშაულის გამო პასუხს აგებენ“- სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, ის პირები, რომლებიც მამამისის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, თავის დროზე პასუხს აგებენ.

“ესენი არიან იმ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის მონაწილეები, რომლებსაც ჩვენ სახლში იარაღების, სხვადასხვა მატერიალური დოკუმენტაციის, ასევე, მოწყობილობების ჩადება დაავალეს. ესენი არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის მონაწილეები და როცა დადგება მათი პასუხისმგებლობის დრო, სამწუხაროდ, ისინიც იქნებიან ამ ყველაფრის წინაშე, სასამართლოზე წარდგებიან, სამწუხაროდ, ისინი ვერ იაზრებენ, რა დანაშაულს ჩადიან, მაგრამ მოვა დრო, როცა ისინი ყველა ამ დანაშაულის გამო პასუხს აგებენ“,- განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

მსგავსი თემები