გემის ჩაძირვისას დაკარგული 5 მეზღვაურის ცხედარი იპოვეს | სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ტაილანდში, სამხედრო გემის ჩაძირვისას დაკარგული 5 მეზღვაურის ცხედარი იპოვეს, დანარჩენ 26-ს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ 75 პირის გადარჩენა მოხერხდა.

ცნობისთვის, შემთხვევა კვირას ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რასაც მოკლე ჩართვა მოჰყვა.

მსგავსი თემები