,,ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ძალიან გაახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ.

“ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია, მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის.

რაღა არის სპეკულაცია, დევს დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებებია?!, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები