მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ახალი შეტევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს

მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ქვეყნის აღმოსავლეთით რუსეთის ახალი შეტევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს.

მოლდოვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი მოლდოვაში შესასვლელად რამდენიმე სცენარს განიხილავს და შეტევა შესაძლოა, იანვარ-თებერვალში ან მოგვიანებით მარტ-აპრილში დაიწყოს.

„საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ წინსვლას მოლდოვის ტერიტორიისკენ, არამედ ის არის, როდის გააკეთებს ამას“, – განაცხადა მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრუ მუსტეატამ.

 

მსგავსი თემები