19 წლის ბიჭი ამტკიცებს, რომ მთვრალმა პოლიციელებმა სასტიკად სცემეს – რა მოხდა აგარაში

ქარელის რაიონის სოფელ აგარაში, დილიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობს. ექსპერტიზაზე გადაიყვანეს 19 წლის ნიკა ოსაძე, რომელმა პოლიცია ძალადობაში ამხილა. ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ  მთვრალმა პოლიციელებმა ადმინისტრაციული  წესით დააკავეს,  შემდეგ  განყოფილებაში  წაიყვანეს  და 2 საათის განმავლობაში  სცემდნენ.  დაზარალებული ასახელებს კონკრეტულ გვარებს, მათ შორის აგარის პოლიციის უფროსებს სოსო  გელაშვილსა და გიორგი  თურმანიძეს.

დღეიდან საქმეში ჩაიდება იმ დაზიანებების დეტალური აღწერა, რომელიც 19 წლის ნიკა ოსაძეს აღენიშნება.  კოკა კაციტაძის უწყებამ  2 დღიანი დუმილი დაარღვია და ოსაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად პოლიციის განყოფილებას და დაზარალებულის სახლში მიმდინარეობდა.

ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციელები გამოძიებას არც დაუკავებია და არც უფლებამოსილება შეუჩერებია. “პირველებს” აგარის განყოფილებაში განუცხადეს, რომ ორივე   დღესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს.

მსგავსი თემები