„სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობა გადაარჩენს, იმედია, საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი ადამიანობა აქვს” – უკრაინის ვიცეპრემიერი

უკრაინის ვიცეპრემიერი მიხაილო ფედოროვი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

ურაინელი მაღალჩინოსანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება “საკმარის ადამიანობას გამოიჩენს”.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთადერთი, რაც მას გადაარჩენს, უცხოურ კლინიკაში მკურნალობაა. იმედია, საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი ადამიანობა აქვს ამისთვის. სიცოცხლის უფლება და ადამიანის პატივისცემა ხომ ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ღირებულებებია”- წერს უკრაინის ვიცეპრემიერი მიხაილო ფედოროვი

მსგავსი თემები