,,ზელენსკის განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს”- გივი მიქანაძე

,,ზელენსკის განცხადება არის ერთგვარი ზეწოლისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკის განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს და სააკაშვილის ჯამმრთელობაზე პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდის. „სამწუხაროა, მაგრამ გარკვეულწილად ეს განცხადება იმ ნარატივში ჯდება, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს გააღვივოს და გააფართოოს, რაც საფუძველს მოკლებულია, რადგან პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილია. შესაბამისად, კითხვებს იწვევს ის გარემოება, რომ მაშინ, როცა უკრაინაში ასეთი მძიმე სიტუაციაა, პრეზიდენტი ასეთი განცხადების გაკეთებისთვის როგორ იცლის? – ამ განცხადებას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ეს…

მეტი...

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, გარანტიები არა რუსეთს, არამედ რუსეთის მეზობლებს სჭირდებათ

ფინეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს. საული ნიინისტოს თქმით, გარანტიები არა რუსეთს, არამედ რუსეთის მეზობლებს სჭირდებათ. „ვის სჭირდება აქ უსაფრთხოება? რუსეთის მეზობლებს. რუსეთს თუ შეუძლია, მისცეს მეზობლებს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, რატომ არ მივცეთ რუსეთს იმავე დონის და თანაბარად საიმედო უსაფრთხოების გარანტიები? ისეთივე საიმედო, როგორსაც მათ აძლევენ“, – განაცხადა საული ნიინისტომ.  

მეტი...

,,სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი”- თეიმურაზ კუპატაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მისი თქმით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი. „დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მეტი...

ავარია ერევანში – 29 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

სომხეთის დედაქალაქში დავთაშენის ხიდზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 29 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

მეტი...

,,ხელისუფლებამ  უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ კრემლიდან  წამოსული დირექტივა”- ნიკა მელია

,,საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა,”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მელიას თქმით, სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრივ თავგადასავალს. „მებრძოლი უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში საგანგებოდ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში. უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს უმნიშვნელოვანეს ნაწილად იმ დიდი ისტორიული პროცესისა, რაც მიმდინარეობს…

მეტი...

,,როდესაც მდევნიან, თავისუფლების მოყვარული ხალხი ჩემ გარშემო იკრიბება”- დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციასთან დაკავშირებით, აძლიერებს და ხალხს მის ირგვლივ კრებს. „ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ როდესაც მდევნიან, თავისუფლების მოყვარული ხალხი ჩემ გარშემო იკრიბება. ეს მაძლიერებს. რაც არ მკლავს, მაძლიერებს“, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება მისი კამპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამბოხების ბრალდებამ შესაძლოა ტრამპს არჩეულ თანამდებობაზე კვლავ კენჭისყრა აუკრძალოს. „ხალხს ესმის, რომ გამოძიების დემოკრატიული ბიურო ცდილობს, ხელი შემიშალოს პრეზიდენტობის კანდიდატობაში, რადგან მათ იციან, რომ გავიმარჯვებ და რომ ჩემი დევნის მთელი საქმე იმპიჩმენტის მსგავსია – ჩემი და რესპუბლიკური…

მეტი...

,,ზელენსკი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში…შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული”- მიხეილ სარჯველაძე

,,უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას. სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. „საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის. თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში…

მეტი...

სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია ერთი პირი

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა “მეტადონის პროგრამის” მომხმარებელი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა. დაკავებული 35 წლამდე მამაკაცია. დამატებითი ინფორმაცია, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,სააკაშვილის მოწამვლის განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად”- პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით განმარტებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით მისი ადვოკატების მიერ გავრცელებული განცხადებები „არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას ემსახურება და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად“. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს: 2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში. 2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის…

მეტი...

შსს-მ სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან, Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის სამ შვეულმფრენს შეიძენს. Airbus-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროს შეადგენს. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის…

მეტი...

„ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და 25%-ს არ ცდება”- პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ის 25%-ს არ ცდება,”- ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე GORBI-ს კვლევის შედეგებს. მისი თქმით, აღნიშნულ კვლევას ნდობას არ უცხადებს. „არ ვუცხადებ ნდობას ამ კვლევას, რომლის თანახმად საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე კმაყოფილია „ქართული ოცნებით“, კმაყოფილია იმით, რომ ამ ცივილიზებულ დაპირისპირებაში ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს. მე არ მჯერა, რომ ადამიანები კმაყოფილები არიან, დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. მე არ მჯერა კვლევის, რომელიც იტყვის, რომ ყოველი მეორე ადამიანი კმაყოფილია, როცა 100 ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან და არ მჯერა კვლევის, რომელიც ამბობს, რომ ყოველი მეორე ადამიანი…

მეტი...

რუსთავში სანტას ფორმაში გამოწყობილი კაცი გიტარით ხელში საავადმყოფოში შესვლას ცდილობდა

რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სანტას ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, გიტარით ხელში, თანხმლებ პირებთან ერთად, შესვლას ცდილობდა. „ინფო რუსთავის” ინფორმაციით, „სანტა” ერთ-ერთი პაციენტის შვილმა დაიქირავა, რათა საავადმყოფოში მყოფი დედისთვის სიურპრიზი მოეწყო. სანტას პაციენტისთვის გასამხნევებელი სიმღერა უნდა შეესრულებინა. თუმცა საავადმყოფოს ადმინისტრაციამ არსებული რეგულაციების გამო ის საავადმყოფოში არ შეუშვა.

მეტი...

როგორც ჩანს, პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ლუკაშენკო ომში ჩაერთოს – ”ომის შესწავლის ინსტიტუტი”

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით,   რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა კვლავ ვერ დაარწმუნა ბელარუსის პრეზიდენტი, რომ უკრაინაში ომში ჩაერთო “ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი კვლავაც თვლის, რომ ბელარუსის შესვლა უკრაინასთან პუტინის ომში ნაკლებად სავარაუდოა. ის ფაქტი, რომ პუტინმა, როგორც ჩანს, მიიღო ლუკაშენკოს თეზისები, მათ გამოსწორებაში ლუკაშენკოს დარწმუნების გარეშე, ირიბად ადასტურებს ამ შეფასებას”, –  აცხადებენ  ანალიტიკოსები. როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, კრემლი ცდილობს დამალოს პუტინის უპირველესი განზრახვა, მოახდინოს ზეწოლა ლუკაშენკოზე, რათა მისგან შემდგომი დათმობები მიიღოს ბელარუსის რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის განცხადება, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, ბელარუსს მოიაზრებს.

მეტი...

,,დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამ­დენ ხალხს ასე უყ­ვარ­ხარ და ასეთ პატივს გცემენ, ეს ბოლომდე უნდა და­უ­ფა­სო”- ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში სტუდენტებს შეხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრისას ნეაპოლზე ისაუბრა. „ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ნეაპოლელს და თითოეულ გულშემატკივარს, რომ ასე თბილად მიმიღეს თავიანთ სახლში. დიდი პასუხისმგებლობა როცა ამ­დენ ხალხს ასე უყ­ვარ­ხარ და ასეთ პატივს გცემენ. ეს ბოლომდე უნდა და­უ­ფა­სო. რაც შე­ე­ხე­ბა მიზანს, „ნა­პო­ლის“ მიზანია რომ ტიტულები მოვიგოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და თითოეული თა­მა­ში ძა­ლი­ან მნიშვნელოვანი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. ქართველები და ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი ოჯახს ყოველთვის პირველი ადგილზე აყენებენ ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, – განაცხადა კვარაცხელიამ.  

მეტი...

1-თვიანი ძებნის შემდეგ კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთაველი, 60 წლის მამაკაცი, რომელსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა თითქმის ერთ-თვიანი ძიების შემდეგ მარის არხში იპოვეს. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

მეტი...

,,ომში ბელარუსის მიერ რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს”- ნედ პრაისი

ბელარუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, პუტინი  „მოცემულ მომენტში ცდილობს, ძალადობრივად შთანთქოს მშვიდობიანი კარის მეზობელი“. „აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. თუ ვიხილავთ ამის პოტენციალს, ჩვენ შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.  

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ნფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება და რამდენიმე ნარკორეალიზატორია დაკავებული. სავარაუდოდ, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში ტარდება.

მეტი...

,,რუსეთსა და ბელარუსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ს აღიზიანებს”- რუსეთის საელჩო

,,რუსეთსა და ბელარუსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აღიზიანებს შეერთებულ შტატებს, რომელიც ცდილობს ორივე ქვეყნის იზოლირებას,” – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”რუსეთსა და ბელარუსს შორის ყოვლისმომცველი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა დრომ გამოცადა და ეფუძნება ორი ქვეყნის მოძმე ხალხების გულწრფელ მეგობრობას.” „ჩვენ ყურადღება მივაქციეთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული რომელიმე სახელმწიფო შთანთქოს, უკიდურეს ირონიას იწვევს. შემდეგ მან უბრალოდ გადაიტანა ნარატივი უკრაინაში რუსული „შეჭრის“ საყვარელ თემაზე. ასეთი განცხადებები ოფიციალური წარმომადგენლის მიერ საკავშირო სახელმწიფოს საშინაო…

მეტი...

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. არსებული ინფორმაციით, შეთანხმება რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. მინისტრები შეთანხმდნენ, შეზღუდვა აამოქმედონ, თუ სამი დღის განმავლობაში მეგავატი საათის ფასმა 180 ევროს გადააჭარბა. სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილება 15 თებერვლიდან ამოქმედდება. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ენერგორესურსების რეკორდულად მზარდი ფასებისგან“, – განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინდუსტრიის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ. ცნობისთვის, გაზის ფასის ლიმიტის შეთანხმება ასევე გულისხმობს ზომების ფართო პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკაზე მაღალი ფასების შეზღუდვას. გაზისა და ელექტროენერგიის ფასები რეკორდულად 2022 წლის დასაწყისში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირის…

მეტი...

,,ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ  ბახმუტი ტეხს რუსულ არმიას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი კვლავ რჩება საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად. მისი თქმით, მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც. „ბახმუტი ფრონტის მთელ ხაზზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჯერ კიდევ მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ოკუპანტების დაკარგული არმიების ჩასანაცვლებლად მოდიან. მხოლოდ დაფიქრდით ამაზე – რუსეთმა უკვე დაკარგა უკრაინაში 99 000 ჯარისკაცი. ამ დღეებში იქნება ოკუპანტების 100…

მეტი...

,,რუსეთს არავის შთანთქმა არ სურს”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთს არავის შთანთქმა არ სურს უბრალოდ, ამაში მიზანშეწონილობა არ არის“,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „არაკეთილისმსურველები“ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციული პროცესების შეფერხებას ცდილობენ. „არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას – ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის,…

მეტი...

კანადა რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს

კანადა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს. საუბარია 26 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებზე. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა თავის ახალ უფლებამოსილებას გამოიყენებს სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად.  უწყების ცნობით, მთავრობა მიმართავს სასამართლოს, მოხდეს აღნიშნული აქტივების დაყადაღება. კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავს. კანადის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ვერ იპოვიან კანადაში თავშესაფარს თავიანთი უკანონოდ მოპოვებული კაპიტალისთვის.  

მეტი...

,,გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”- ზელენსკის მიმართვა

,,გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი  საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა. „მინდა, მივმართო საქართველოში ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს. ალბათ ყველამ ნახა, როგორ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორ მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას – საჭიროა მოწყალების გამოვლენა, განსაკუთრებით წინასაშობაოდ. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა…

მეტი...