,,შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს”- პოდოლიაკი სააკაშვილზე

,,შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს წინაშე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა.

,,შეუძლებელია უყურო როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს წინაშე. უკრაინა მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი”, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები