„ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით”- კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის წუხანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაში უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული, – ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ზელენსკის განცხადება მხოლოდ დასტურია იმისა, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს.

“ჩვენ ვამბობდით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე, მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და გრძნობენ პასუხისმგებლობას. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან “ქართულ ოცნებას” თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცათ.

მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში დაწერა მიხაილო პოდოლიაკმაც.

მსგავსი თემები