რუსეთში, ყაზანის დასავლეთით გაზსადენზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რუსეთში, ყაზანის დასავლეთით გაზსადენზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ჩუვაშიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივი აირს, უკრაინის ტერიტორიის გავლით, ევროპა იღებს.

რუსული მედიის ცნობით, ინცინდენტი ჩებოკსარიდან 50 კილომეტრში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს აირმა გაჟონა, რის გამოც მიწისქვეშა მილსადენზე გაჩნდა ხანძარი.

მომხდარის გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეწყდა.

მსგავსი თემები