ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია  უკრაინულ მედიებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ ბახმუტი უკვე დატოვა. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა  ჯარისკაცები მოინახულა და დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, ბახმუტი ამჟამად ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები