,,სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება.

„ამ საკითხში მის ჩართულობას მივესალმები. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რამდენად რთულია სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობას ვუხდი ზელენსკის, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათი განცხადებები არაადამიანობის დამადასტურებელია. მათთვის პრობლემა არც ადამიანის ჯანმრთელობაა, არც ის, რომ პრეზიდენტი ციხეშია და მისი მდგომარეობა შეიძლება, დამძიმდეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება. თუ ასე წავალთ, მაშინ ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეიძლება მიიჩნიონ, რუსეთის ქმედებების გარდა. ირაკლი კობახიძემ დღისით მზისით თქვა, რომ რუსეთი მტერი არ არის. კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი რატომ არ არის, ეს რა არის?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

,,გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”- ზელენსკის მიმართვა – (mcm.ge)

მსგავსი თემები