დანია უკრაინის დახმარების ფონდისთვის $630 მილიონს გამოყოფს

დღეს დაგეგმილი ,,რამშტაინის” ფორმატის მორიგი შეხვედრის წინ, დანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ფონდს 4,4 მილიარდ კრონს (630 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს.

,,ომის დასაწყისიდანვე დანია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი ქვეყანა. ჩვენ ვაგრეძელებთ იგივენაირად და მოხარული ვარ, რომ ფოლკეტინგის [დანიის პარლამენტის] პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს გადაწყვეტილებაში 2024 წელს უკრაინის ფონდისთვის სამხედრო დახმარებისთვის 4,4 მილიარდი კრონი შევიტანოთ”, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები