„ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება“ – შსს ოპერატორის გარდაცვალების მიზეზზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ტვ პირველის“ ოპრატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილ ნარკოტიკულ ნივთიერებების კვალზე ისაუბრა.  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, გამოკითხულია 110 პირი და დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი. დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური დასკვნის…

მეტი...

გალობა მედიის აქციის საპასუხოდ – “ქართული ოცნების” ოფისთან სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. აქციაზე მობილიზებულია უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველები, შენობის სიახლოვეს მოხდა ყვითელი ავტობუსების მობილიზებაც. აქციაზე გალობით მივიდნენ სასულიერო პირებიც. აქციის მონაწილეთა მხრიდან ისმის შეძახილები – “წადი”.  მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, სხვადასხვა აქციები მას შემდეგ იმართება, რაც “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის მედიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელსაც 5 ივლისს მოძალადეებმა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს.

მეტი...

“გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებები” – შსს ლექსო ლაშქარავას საქმეზე ახალ დეტალებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, “TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ავრცელებს. “შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. (მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი) ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება,”- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი...

“რუსთაველს არავის დავუთმობთ, აქ დავრჩებით საბოლოო გამარჯვებამდე!” – ვახო სანაია

აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება – ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან იმ მედიასაშუალების წარმომადგენლების სახელები და გვარები გააჟღერა, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების გაშუქების დროს დაშავდნენ. როგორც ვახო სანაიამ განაცხადა, ეს ადამიანები ხელისუფლების მმართველობას დაასრულებს.   “ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ! დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე! თქვენ არ იცით, რა არის ქართლი მედია, ეტყობა. “ქართულო ოცნება”, კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ… “კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც…

მეტი...

“ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან როგორც შარშანდელი თოვლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. “ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან როგორც შარშანდელი თოვლი”- წერს მიხეილ სააკაშვილი.  მესამე პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. “მამუკა ხაზარაძის აზრით, სააკაშვილის განცხადებები, დესტრუქციულ ქმედებებს ემსახურება. “შორიდან შეძახილებს, მიხეილ სააკაშვილმა თავი უნდა დაანებოს. ჩემი აზრი ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ გამოვთქვი, პრეზიდენტი რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მისი გამონათქვამები მე არ მაინტერესებს. მისი განცხადება სამწუხაროდ ემსახურება ბევრ დესტრუქციულ ქმედებას,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე. განსხვავებულად ფიქრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერ ზაალ უდუმაშვილი…

მეტი...

აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განახლდა – პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები დაიწყო

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივი არიან შეკრებილები. უკვე დაიწყო სიტყვით გამოსვლები. ამ წუთებში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით ჟურნალისტი, ვახო სანაია მიმართავს. მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელის მსგავსად ყვითელი ავტობუსებიც დგას.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზოიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის შენობის კედლები წითელი საღებავებით შეღებეს, შეძახილებით: „მკვლელებო წადით!“. ფიზიკური დაპირისპირების დროს სამართალდამცვლებემა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რასაც აქტივისტების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, ისინი პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულების გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახელთან სიმშვიდეა, აქტივისტები ადგილზე რჩებიან. „5 ივლისს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ, ისინი მოძალადეებს მფარველობენ და თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ დავასრულებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა…

მეტი...

“უახლოეს მომავალში ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

სამების ტაძრის არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავამ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოასწრო, მაგრამ დედამისს უახლოეს პერიოდში შეხვდება. „მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ბოლო პერიოდში ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა შეხვედრა და მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მის დედას აუცილებლად შეხვდება“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა. ამასთან, როგორც არქიმანდრიტმა განაცხადა, 5…

მეტი...

“გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი” – პარლამენტთან აქცია იწყება

პარლამენტთან რამდენიმე წუთში აქცია უნდა დაიწყოს. მოთხოვნა უცვლელია – “გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი”. საკანონმდებლო ორგანოს წინ სიტყვით გამოსვლას კვლავ გეგმავენ მედიის წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე დილიდან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პარალელურად, მიმდინარეობს პიკეტირება პარლამენტის შესასვლელების. ადგილზე განლაგებულები არიან აქტივისტები და ცდილობენ, რომ იმ შეთხვევაში თუ იქნება გადაადგილება დეპუტატების, მათ აქტივისტებმა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან. რამდენიმე ასეთ შემთხვევა უკვე იყო, როდესაც აქტივისტები შენობიდან გამოსულ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებოდნენ. 

მეტი...

ოპოზიიცის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის

ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის – გეგმა დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა და თქვა, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების და პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში. ისინი კოლეგებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ ინიციატივას.  “ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ დღეს ხელებს გვიგრეხდა, არიან რუსეთის მხარეს. ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში პარლამენტში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას – ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა,” – განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

“პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან” – ნინო ლომჯარია

პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით – პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო ორგანიზებული სათანადო რაოდენობით პოლიცია და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისივე თქმით, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. „ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და…

მეტი...

„ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა ყველა სხვა გზა სრული კატასტროფაა“ – შალვა ნათელაშვილი

შექმნილ კრიზისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. შალვა ნათელაშვილი გამოსავალს ხელისუფლების შეცვლაში ხედავს: „ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა ყველა სხვა გზა სრული კატასტროფაა. ივანიშვილის რეჟიმს ურჩევნია ეს გააკეთოს თვითონ,ნებაყოფილობით,“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

პარლამენტთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელის მსგავსად ყვითელი ავტობუსები დგას დღესაც. ტერიტორიაზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ აქციას უკავშირდება. შეგახსენებთ, აქცია პარლამენტთან ამ წუთებში იწყება. რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება.

მეტი...

“ესენი პრორუსული ძალა რომ არის, ჩემზე კარგად თქვენ არ იცით” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები პრორუსულ ძალას ემსახურება. გია ვოლსკის განცხადებით, განვითარებული მოვლენების უკან სწორედაც “ნაციონალური მოძრაობა” დგას. “ესენი პრორუსული ძალა რომ არის, ჩემზე კარგად თქვენ არ იცით. ეს არის სწორედაც პრორუსული ძალა, რომლის წარმოჩენა ჩვენი საზოგადოების მოწინავე ეტაპზე მოახერხა “ნაცმოძრაობამ”, რომელიც არათუ პრორუსული ძალაა, არათუ რაიმე ემოცია აქვთ, ზუსტადაც, თავის საქმით არიან რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელები და სინერგია ამ ორი ძალისა, სწორედაც, ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში და ამას ერთი სახელი ჰქვია, ეს არის დესტაბილიზაცია,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტი...

BBC, Guardian, Reuters… ლაშქარავას გარდაცვალებას გავლენიანი საერთაშორისო მედია ეხმაურება

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე სასტიკად სცემეს, საერთაშორისო გავლენიანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან. მათ შორის არის BBC, Guardian და Reuters. BBC სტატიაში წერს, რომ ლაშქარავას სახის არეში რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა კლინიკიდან მაინც გამოწერეს. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლაშქარავა ერთ-ერთია იმ 50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტიდან, ვისაც 5 ივლისს თავს დაესხნენ.

მეტი...

„4 მილიონამდე მოქალაქეს ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის“ – ლევან დავითაშვილი

„იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება იმისათვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული“ – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და, ამავე დროს, დაკისრებული პასუხიმგებლობა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ  და მართვადი. „ასე რომ, ეს არის მთავარი ამოცანა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ზუსტად ის არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების, რომ  სიტუაცია   იყოს კონტროლირებადი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რაც მთავარია, და თითოეული მოქალაქის…

მეტი...

„ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იგი ცოცხალია“ – საქართველოს პატრიარქის სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედასა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი. ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მითუმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება. ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ…

მეტი...

„პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთი მხარის, პასუხისმგებლობა არის საზოგადოების ბევრი ჯგუფის“ – ლევან დავითაშვილი

თბილისში, 5 ივლისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან შეფასება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა როგორც მინისტრი აცხადებს, ის, რაც მოხდა, პროვოცირებული იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ. „გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეს არის სტაბილური განვითარება იმისათვის, რომ ამოცანები, მიზნები, რომელიც ამ საზოგადოებას, ქვეყანას ზოგადად გააჩნია – შევქმნათ უკეთესი მომავალი, ხელი უნდა შევუწყოთ სტაბილურობით და ეს სტაბილურობა გადის ბევრი ჯგუფის პასუხისმგებლობაზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, მიმართული იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ. მე იმ დღესაც გავაკეთე კომენტარი, მთავრობის სხდომას ვესწრებოდი და უშუალოდ ვარ…

მეტი...

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას.  პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილის და გიორგი შავლიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამ პროცესს სამარცხვინოს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ისინი მოსამართლეების შერჩევის შეჩერებას იტხოვდნენ. იგივე რეკომენდაცია გასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.   

მეტი...

“რადიკალურ-ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ სააკაშვილი” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “რადიკალურ-ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს” საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. “რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები, მას აქვს ფული და ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ის ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას. რადიკალურ-ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში ხელმძღვანელობს სწორედ სააკაშვილი, თუმცა მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ არიოს ეს ქვეყანა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“სირცხვილია” პრემიერის განცხადებას ეხმაურება

მოძრაობა “სირცხვილია” პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში დატრიალებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის პირველი პირი ისევ იცლის, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიას დაემუქროს. “ვეხმაურებით მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო ბრიფინგს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პირველი პირი, ქვეყანაში დატრიალებული მრავალდღიანი ტრაგედიის შემდეგ, ისევ იცლის, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარ ხელშემწყობებს – მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებს დაემუქროს. ჩვენ გვყავს ე.წ. “ქურდული” მენტალიტეტის მქონე, მკვლელი, ჰომოფობი და უღირსი პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებების ძალადობრივად შემსრულებელი, რომელიც ძალაუფლების ტკბობაში ისეთ ფსკერზე დაეშვა, რომ მისი ყველა სიტყვა უკიდურესად სამარცხვინო და დანაშაულის შემცველია. ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრიარქოსთან კოორდინირებით, არის…

მეტი...

4 დღე ადამიანს დილა-საღამოს მორფს უკეთებდნენ, იმას რა უნდა ფონიჭალაში? – ლექსო ლაშქარავას დედა

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას ძლიერი ტკივილი ჰქონდა. “4 დღე ადამიანს დილა-საღამოს მორფს უკეთებდნენ, იმას რა უნდა ფონიჭალაში? რა უნდა იშოვოს ან რათ უნდა? საშინელი ტკივილები იცოდა, ანტიბიოტიკებს ვუკეთებდი და თვალში სამნაირ წვეთს ვუწვეთებდი, მეტი არაფერი გამიკეთებია,”- აღნიშნა გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედამ.

მეტი...

“დღეს რაც პარლამენტში ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის” – კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ის, რაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა, მხოლოდ მტრის ინტერესებში შეიძლება, იყოს. კუჭავას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ პროცესის ჩაშლას იმ მოთხოვნით, რაზეც უმრავლესობაც თანახმაა. „ის, რაც დღეს აქ ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის. მცდელობაა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც. ვისაუბრეთ ამაზე. იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით“, – აღნიშნა კუჭავამ. კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, ნუ ცდილობენ, შეურაცხყონ ის, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის – ევროატლანტიკური ინტეგრაცია. „ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება…

მეტი...

საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოში რუსთაველის წინ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. საელჩო ბოლოდროინდელი მოვლენების საფუძველზე, შტატების მთავრობის პერსონალს მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს. საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას. “ხალხმრავლობაში შესაძლებელია შეიქმნას არაპროგნოზირებადი ვითარება, ადგილი ჰქონდეს დაპირისპირებას აქციაზე მყოფებსა და პოლიციას შორის,” – წერია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. „დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიას, ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიყვანეს, შემდგეგ ძალადობრივად გამოგვათრიეს დარბაზიდან, იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

მეტი...

საპატრიარქოს შესასვლელიც წითლად შეღებეს

ასე გამოიყურება საქართველოს საპატრიარქოს ცენტრალური შესასვლელი, რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა წითელი საღებავი შეასხეს. გუშინ, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ, წითელი საღებავი შეასხა სახელმწიფო კანცელარიის შენობას და „ქართული ოცნების“ოფისთან განთავსებულ საპატრულო პოლიციას.     

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ სოლიდარობის ნიშნად, პრესკლუბის მუშაობას აჩერებს  

„მედიაცენტრი მთავარი“ უერთდება ძალადობის, ჩაგვრის, აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს და აქციას. ვიზიარებთ იმ დიდ ტკივილს, რაც ოჯახმა, მედიამ, ახლობლებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა მიიღეს ლექსო ლაშქარავას გარდაცვლების გამო. ეს არის  წარმოუდგენელი სისასტიკე, როცა მედიას, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, ასე სასტიკად უსწორდებიან. ვგმობთ ძალადობას, ვგმობთ ჩაგვრას, ვგმობთ სისასტიკეს, ვგმობთ მედიის მიმართ განხორციელებულ ანგარიშსწორებას. ჩვენი კოლეგის გარდაცვალებიდან გამომდინარე, რომელიც „მედიაცენტრი მთავარის“ ხშირი სტუმარი იყო და ასრულებდა თავს მოვალეობას, „მედიაცენტრი მთავარი“, ლექსოს დაკრძალვამდე წყვეტს პრესკლუბის მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება.       

მეტი...

“თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის” – უჩა ნანუაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი უჩა ნანუაშვილი შსს-ს მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმაურება, რომელიც “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილებას ასახავს. უჩა ნანუაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს უთვალთვალებს.  “ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი: – სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს; – თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის; – თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი; – თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ “ეძებდნენ” 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას; – იციან სად იყიდება ნარკოტიკები;…

მეტი...

„კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო” – ვატო წერეთელი სხდომათა დარბაზში შეჭრის მიზეზს განმარტავს

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პარლამენტიდან პოლიციის ზალით გაიყვანეს. როგორც „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ამბობს, ის პარლამენტში იმიტომ იყო შესული, რომ უმრავლესობის წევრებისთვის კითხვები დაესვა. „კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომელმაც შემომხედა, თვალებში ჩამხედა… მეგონა რაღაცას დავინახავდი ადამიანურს და პირდაპირ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო. მივმართავ, ყველამ თავის კორუმპირებულ ოჯახის წევრებს მიხედოს, “- ამბობს ვატო წერეთელი.

მეტი...

“შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება” – პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება

შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება – აღნიშნული მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენას და მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა, ტრაგიკული დასასრული აქვს. ხელმომწერებს არ სურთ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით საქართველოს საპატრიარქო დაფინანსდეს. ცნობილია, რომ საპატრიარქო საქართველოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარით ფინანსდება. “შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება. 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. ცნობილია, რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით,…

მეტი...

“ნუ აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს” – წულუკიანი ჟურნალისტს

ძალიან გთხოვთ, მე არ ვიცი, თქვენ რომელ არხს წარმოადგენთ, მაგრამ ჩემი ქვეყნის ჟურნალისტი ბრძანდებით, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების, ამ ქვეყნის ძალიან დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ, ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „თქვენ, ყოველთვის, იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია და ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის, ლგბტ თემი და მისი…

მეტი...

“პოლიცია და შს მინისტრი როდესაც გვირჩევენ, გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობენ სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა” – თეა წულუკიანი

პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევენ რჩევას, გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობენ სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ არის ამოუწურავი. „ვიცი რა, როგორ მუშაობს პოლიცია, ჩემი წინა მინისტრის მანდატიდან გამომდინარე, ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი. ამიტომ, პოლიცია და შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა…

მეტი...

“გვარამია პირდაპირ ეთერში ლანძღავდა აშშ-ის ელჩს” – ოხანაშვილი ლევან ვასაძის განცხადებებზე

მოსკოვში მყოფი ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის მწვავე განცხადებებს, სადაც ის ამერიკის ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. თუმცა მათი თქმით, დეგნანს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ხშირად აკრიტიკებს. “სრულიად მიუღებელია ისეთი განცხადებები, რომელიც გამოხატავს რაიმე ფორმით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ისეთ ქმედებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ოღონდ ეს ნუ გაგიკვირდებათ, რომ დღეს მოხდა, ძალიან კარგად იცით, რომ გვარამია პირდაპირ ეთერში ლანძღავდა აშშ-ის ელჩს” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი ოპოზიციამ დაიკავა და ტრიბუნაზე დროშები გადმოფინა

პარლამენტში ოპოზიციისა და „ტვ პირველის“ დირექტორის შეჭრის და ფიზიკური დაპირისპირების გამო რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა დაიკავეს და მთავარ ტრიბუნაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.      მათი განცხადებით, კახა კუჭავას არ მისცემენ საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში დღეს სხდომა გამართოს, რადგანაც პარლამენტმა მთელი მთავრობა უნდა გაისტუმროს. „დღეს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატთა ეთიკის კოდექსზე. ჩვენს გვამზე უნდა გადაიაროს და ეთიკის კოდექსის განხილვა უნდა დაიწყოს. გროტესკი. არ მივცემთ საშუალებას, სხდომა გახსნას“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ როგორც პარლამენტის შენობაში, ისე შენობის გარეთ დილიდან ფიზიკური დაპირისპირებაა.

მეტი...

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის“ – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიმდინარე კონფლიქტურ და დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით მედიასთან შეფასება გააკეთა, როგორც ელჩი აღნიშნავს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო.   „ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების, შეკრებისა თუ მედიაუფლებების გამოხატვას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება უფრო მეტი დაფასება, თუ რამდენად ღირებულია ეს თავისუფლება და უფლებები“, – განაცხადა…

მეტი...

„აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ“ – პრემიერ-მინისტრი

„ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები, მთავარი, ტვ პირველი, ფორმულა, პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. „რაც შეეხება ზოგადად, გუშინდელ აქციას, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება და ჩემი შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. ისინი ითხოვდნენ…

მეტი...