თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე  გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან. ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე. „დღეს ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში. საქართველოში ვმასპინძლობთ ინდოეთის რესპუბლიკის…

მეტი...

„გულდასაწყვეტი იყო, რომ ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“ – კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, 5 -6 ივლისის ფიზიკური დაპირისპირებისას პოლიტიკური ლიდერების სისუსტეზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ელჩი აცხადებს, მან ვერ ნახა უფრო ძლიერი ლიდერობა.    „პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 5-6 ივლისის ფიზიკური დაპირისპირების შეფასებისას.

მეტი...

„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“ – გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმზე

„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა. ამ საკითხით პოლიტიკური პიარი არაგონივრული და არასწორია, პარტია „საქართველოსთვის“ ამ მემორანდუმს არ შეუერთდება“ – აცხადებს გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემაზე პოლიტიკური სპეკულირება დაუშვებელია. „მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და…

მეტი...

„ეს კატასტროფაა“ – გიორგი გახარია მოსამართლეთა არჩევაზე

„ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა და ეს ხალხი დღეს თავიდან არიან წარდგენილები მუდმივ მოსამართლეებად,  ეს კატასტროფაა“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  გიორგი გახარია. გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთის და მარტვილის შემდგომ ქუთაისში გახსნა. მან მედიის კითხვებსაც უპასუხა და პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების პროცესს „დაუჯერებელი“ უწოდა.  ,,იმედგაცრუებასაც ვერ დავარქმევ, ჩემთვის იყო მოულოდნელი, კატასტროფა იყო, როდესაც რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს ხალხი დღეს თავიდან არიან წარდგენილები, რომ გამწესდნენ მუდმივ მოსამართლეებად!…

მეტი...

„იმედგაცრუებულები დავრჩით“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოში 5 ივლისის დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმედგაცრუელბული დარჩა. „აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. ელჩი 5 ივლისს სევდიან დღედ აფასებს. „ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში. განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც…

მეტი...

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი იხსნება

„დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ, ასევე, 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა  მაჰათმა განდის 150 წლისთავი. „მინდა აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს და პარალიმპელებს წარმატებები უსურვა.  „მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ: მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358 227-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 443 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

მეტი...

კორონავირუსით 1364 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 883 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 423 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.06 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  376 200-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.67 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.07%.

მეტი...

საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ჩამოვიდა

​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა უკვე საქართველოში.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ვაქცინაცია იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო, მეორედ ვერ აიცრნენ. „შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ. მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ“…

მეტი...

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი წარუდგინეს. „რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა – 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ბრალდებულმა – 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის…

მეტი...

„შეუსაბამობამ ეჭვქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის წარმოდგენილი თანასწორობა“ – დასკვნა მოსამართლეების არჩევაზე

„პროცედურები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ სააპლიკაციო ფორმებს, ბიოგრაფიას და გასაუბრებას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“ – ვკითხულობთ ეუთო-ოდირ-მა (OSCE/ODIHR)  მესამე შუალედური ანგარიშში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. „პირველ კონკურსში (ჯამში ცხრა ვაკანსია), იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო მოსმენებზე 43 მოსამართლე გამოიკითხა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ ჩამოაყალიბა მკაფიო სტანდარტები და პრინციპები განაცხადის გარკვეული კომპონენტების ფორმატისა და თვით გასაუბრების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსმენების ხანგრძლივობის, სტრუქტურისა და ტონის ცვლილებები. გარდა ამისა, მოსმენების დაწყებისთანავე მიღებული პროცედურის წესები არასათანადო იყო, რომ უზრუნველეყო პირობების თანმიმდევრობა და სამართლიანობა. ამ შეუსაბამობამ ეჭვქვეშ დააყენა ამ…

მეტი...

„პარლამენტმა ვერ უზრუნველყო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რომ  შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი“ – ოდირ-ის ანგარიში

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირ-მა (OSCE/ODIHR)  მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეთა კანდიდატების წამოყენება საზოგადოებრივი ნდობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უკმარისობის გარემოში მიმდინარეობდა. „ბოლო წლების განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან გამოითქვა შეშფოთება საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და სამართლიანობის შესახებ, მათ შორის სასამართლო ზედამხედველობითი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელიც უფლებამოსილია, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები წარუდგინოს. 2019 წელს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნა, რომელსაც ეუთო/ოდირ-ი მეთვალყურეობდა, სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა გააკრიტიკეს. 2019 წლის დანიშვნების შემდეგ, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში დარჩენილი და ახალი ვაკანსიების შევსება, 2020 წელს 11…

მეტი...