პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან გამაგრებულები, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს. ამ წუთებში, ლგბტ თემის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პარლამენტთან არ იმყოფებიან, ისინი ადგილზე უსაფრთხოდ გაიყვანეს, რაც შეეხება კონტრაქციის მონაწილეებს, ისინი ისევ საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩებიან. ადგილზე  მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია და ასევე, მიმდებარედ იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი.

მეტი...

პარლამენტთან სპეცრაზმი მიიყვანეს

პარლამენტის მიმდებარედ შესაბამისი ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სპეცდანიშნულების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც მიმდებარედ არიან განთავსებულები. რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია სამართალდამცველთა არაერთი მანქანა, მათ შუშები ჩაუმტვრიეს. “თბილისი პრაიდის” მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი ჩანაფიქრი შედგა და მათი ღონისძიება დასრულდა. სამართალდამცველებმა ისინი სპეციალური კორიდორით გაიყვანეს. ადგილზე, ამ წუთებში, “პრაიდის” კონტრ-აქციის მონაწილეები რჩებიან.    

მეტი...

„ჩვენი ერი ვერასდროს ვერ შეეგუება უზნეობის აღლუმს, რა დროშების ქვეშაც არ უნდა იმალებოდეს ის“, – ლევან ვასაძე

„გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს სამშობლოში დიდი განსაცდელის ჟამი დადგა“ – აცხადებს „ერის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე და  შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა მოახდინოს ლოკალიზება და გაყვანა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან ამ რადიკალების, სექსუალური ჯგუფების, მათი მხარდამჭერი უნამუსო პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების.   როგორც ლევან ვასაძე აცხადებს, „პრაიდის“ ორგანიზატორებმა ერთი დღე არ იკმარეს და მეორე დღესაც ცდილობენ დაპირისპირებას. „გრძელდება განსაცდელი ყოველი მხრიდან. სანამ მე აქ ამ ჩემს დაავადებასა და დიაგნოსტიკას ვებრძვი და უფლის იმედად ვარ, ჩემს…

მეტი...

შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის გამოყვანა გახდეს საჭირო

ამ ეტაპზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ორი დაპირისპირებული მხარე ადგილის დატოვებას არ აპირებს და მათ შუაში პოლიციაა გამაგრებული. „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები სამართალდამცველების მხრიდან სპეცრაზმის გამოყვანას ითხოვს. ამ წუთებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაწა სირაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორივე აქცია მშვიდობიანად დასრულდება. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. აქცია დასრულდება ორივე მხარისთვის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ხალხს. ორივე აქცია უნდა გავიყვანოთ უსაფრთხოდ, დეტალები ჩვენი მოლაპარაკების საგანია“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ. „პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციის მხრიდან კვერცხებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან. სამართალდამცველები პერიოდულად ადამიანებსაც აკავებენ. არაერთხელ…

მეტი...

პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყება ორივე მხარეს აფრთხილებს. არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.  ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს…

მეტი...

ისვრიან კვერცხებს, ბოთლებს, ქვებს – პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. „პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები, მეორე მხარეს კი ისინი იმყოფებიან, ვინც მათი მხრიდან განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის სამართალდამცველები არიან გამაგრებულები და კორდონის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ისვრიან კვერცხებს, ბოთლებს და ქვებს. ქაშუეთის მიმდებარედ ვითარება უკონტროლოა. პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა. “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე მომხდარი დაპირისპირებისას 23 პირი დაზარალებულად ცნეს

„თბილისი პრაიდის“ დასკვნითი – მარშის ღონისძიების საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 23 პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. აქედან 17 დაზარალებული მედიის წარმომადგენელია. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. „ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების…

მეტი...

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ელოდებიან

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა. წმინდა ნაწილებს 10 ივლისს, 14:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.

მეტი...

„ქვეყანაში ვირუსის ზრდის დინამიკაა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის მხრივ დინამიკა მზარდია.  მისივე შეფასებით, არსებული მაჩვენებელი საკმაოდ საყურადღებოა. „ძალიან საყურადღებოა არსებული დინამიკა.  ბოლო ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაშია დინამიკა მზარდია. ზრდის დინამიკაა როგორც ბოლო შვიდი დღის, ისე 14 დღის დადებითობის მაჩვენებელში. ერთადერთი, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იკლებს. ეს ყველაზე მძიმე ინდიკატორი ასე ვთქვათ, ქვემოთ მოდის, რაც კარგია. ამიტომაც არის საჭირო აცრები“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე შეფასებით, ორჯერადი აცრა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ასეთ შემთხვევაში, სიკვდილობა არ დგება. „მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია…

მეტი...

„პატრიარქმა მოგვიწოდა და მივედი, ემოციაში რომ ვიყავი,  შევიგინე, ბოდიშს ვიხდი“ – „პრაიდის“ ღონისძიებაზე დაკავებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი დაკავებული პირის სასამართლო სხდომა გამართა, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით „მრგვალ ბაღთან“ დააკავეს. აკაკი ნაკაშიძეს სასამართლომ 2 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ინფორმაციით, დაკავებული შანიძე სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოქალაქეების მისამართით იგინებოდა. შსს დაკავებულისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის  ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თავად დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. მისი თქმით, აქციაზე პატრიარქის მოწოდების გამო მივიდა. „პატრიარქმა მოგვიწოდა და მივედი. ემოციაში რომ ვიყავი,  შევიგინე, ბოდიშს ვიხდი. ვიგინებოდი, მომიწოდებდნენ და არ ვჩერდებოდი. ასეთი „პრაიდი“ თუ ჩატარდა, როგორც ქართველი კაცი იქ…

მეტი...

“პრაიდის” ღონისძიებაზე, დაპირისპირებისას დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც „მრგვალ ბაღთან ”  მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებს, პაატა გურჩიანია. სწორედ მას შეეფარდა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დაკავებული პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოცემულობიდან – დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოითხოვა. თავად დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ “ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა”. პაატა გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც ცნობილია, ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა, რის შემდეგაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა. პრემიერმა ჯანდაცვის უწყებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასა და ჯავშნებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 160 სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება…

მეტი...

ღონისძიების ორგანიზატორები კონსულტაციებს გადიან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელო ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია 7 ივლისს 12:00 სთ-ზე ქ. ქუთაისში, გრიშაშვილის ქ.N16-ში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებულ ოფისს გახსნის. 14:00 სთ-ზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში დაგეგმილია შეხვედრა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან, სადაც დავით ნარმანია საჯარო ლექციას წაიკითხავს სემეკის ფუნქციებისა და რეგულირებად სექტორებში არსებული სიახლეების შესახებ.

მეტი...

„თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშისთვის ისევ ემზადება

ლგბტ თემი არ აპირებს დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმონ და მის ჩატარებას გეგმავენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მარშის ადგილი და დრო საჯაროდ იქნება ცნობილი და ისინი დამალვას არც აპირებენ. ამ ეტაპისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები კონსულტაციებს გადიან.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია. გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა. შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა.   აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმიური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება.

მეტი...

მრავალშვილიან ოჯახებს სესხის დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომზადებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს  საცხოვრებელი ბინების შეძენის კუთხით დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციისას განაცხადა. „განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება. მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება…

მეტი...

„ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა პირი, ვინც ძალადობა ჩაიდინა, შესაბამისად იქნება დასჯილი. „მინდა პირველ რიგში, გითხრათ, რომ ჩემთვის რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მე მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც…

მეტი...

„შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. „შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი…

მეტი...

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 3 ადამიანი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო შსს-მ 3 ადამიანი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აქედან 2 დაკავებული წარსულში ნასამართლევია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა – ტაბულას…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება. თითოეული ფრაქციისთვის, პოლიტიკურ ჯგუფისთვის და პარლამენტის უფრაქციო წევრებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისთვის დრო განისაზღვრა პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის შესაბამისად. შესაბამისად, თითოეული კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ გამოყოფილი აქვს 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას –  „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 32 წუთი,  პოლიტიკურ ჯგუფს – „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს…

მეტი...

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 591 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა – 54, იმერეთი – 125, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 32, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 72, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

მეტი...

ვირუსით 1 407 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 606 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 407  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 591 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.49 % ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  371 293-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%.

მეტი...

კრონავირუს 10 ინფიცირებული ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ათი ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 383 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 407 პირს დაუდასტურდა, 591 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონს აღწევს

მსოფლიოში „კოვიდ 19-ით“ გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია და 4 მილიონს აღწევს. რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 184.9 მილიონი ადამიანია. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, შემდეგ მოდის ინდოეთი – 30.6 მილიონი შემთხვევით, შემდეგ კი ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი.

მეტი...