“გულანთებული კაცი ვარ, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს”- რას აცხადებს ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული

ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განცხადება გააკეთა.  “მე ვარ ქართველი გულანთებული კაცი, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს. მე ვარ ღარიბი, მაგრამ გულით მდიდარი კაცი. მე ვარ ქართველი არ ვარ მოძალადე, ჩემი ისტორია სუფთა. მე ვარ მშრომელი კაცი, მე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვარ, ღმერთმა დალოცოს ჩემი ქვეყანაა,” – განაცხადა კუტალაძემ. კუტალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს არც მოძალადედ მიიჩნევს. შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას “TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მეტი...

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

მეტი...

“სირცხვილი თქვენს დედებს … ჩემს შვილთან და ერთად დაგტირი” – გიგა ოთხოზორიას დედის ემოციური მიმართვა

“TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ეხმაურება. ჯულიეტა ჭანტურია, მოძალადეებს ვაი პატრიოტებს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ საქმით რუსულ საქმეს აკეთებენ: “5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ “ვაი პატრიოტებს” რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს. მეცოდება თქვენი შვილებიც… ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო,”- წერს ჯულიეტა ჭანტურია. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა. 5…

მეტი...

„კადრები არაფერს ნიშნავს, მიმართულია დისკრედიტაციისკენ“ – მარიამ ჯიშკარიანი

„ვერ დავადასტურებთ ვერანაირად, რომ მოხმარების შედეგად მოხდა გარდაცვალება, თუნდაც მომხმარებელი ყოფილიყო,“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით საქმე თავის რეზონანსულობიდან გამომდინარე ქვეყნის ფარგლებს გასცდა: „ამ საქმეს მარტო ქვეყანაში არ მოჰყვა რეზონანსი, ჯერ არ გვაქვს ექსპერტიზის სრული დასკვნები, ჯერ – ჯერობით, რაც გაავრცელა შსს – მ არის მხოლოდ ადამიანის დიკრედიტაციისკენ მიმართული,“ – განაცხადა ჯიშკარიანმა. ამასთან შსს – მ გაავრცელა კადრები, ლექსო ლაშქარავას მეგობრები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული კადრები გაცილებით ადრეა გადაღებული, რადგან მას დაზიანებები არ აღენიშნება.

მეტი...

ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძის პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 2 სექტემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. დავით კუტალაძე გუშინ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით)…

მეტი...

„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ“ – გიორგი გახარია

„დღეს რასაც ვუყურებ, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ. სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ  და ეს მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის, ვიქნებით ეს ძალა, რომელმაც პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა უნდა დაამარცხოს“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.   გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად გამოსავალი პოლიტიკაში კეთილსინდისიერი ახალგაზრდებისთვის გზის გახსნაა.  „ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდები,  ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა პოლიტიკაში, კეთილსინდისიერ და პროფესიონალი ახალგაზრდებს. სიაში პირველი იქნებიან ახალგაზრდები, მერობის კანდიდატები და საკრებულოს კანდიდატები იქნებიან ახალგაზრდები. არ გამოვა სხვანაირად.  ეს ერთი და იგივე…

მეტი...

„ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი“ გაუქმებულიყო და ეგრძნოთ პასუხისმგებლობა“ – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით საპატრიარქომ არაერთხელ გააკეთა განცხადება და მრევლს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწონა. როგორც დეკანოზი განმარტავს, ასეთი ესკალაცია საფრთხეებს შეიცავდა. „გავრცელდა დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდების. მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. წინასწარაც გავაკეთეთ ჩვენ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის” მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი” გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებლობა“ – განაცხადა ანდრია…

მეტი...

„სასულიერო პირი, ვინც ძალადობრივი მოწოდება გააკეთა, სასტიკი საყვედური მიიღო“ – დეკანოზი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 5-6 ივლისის მოვლენებსა და  ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მედიას სასულიერო პირები იცავდნენ და ეფარებოდნენ. როგორც დეკანოზი განმარტავს, იმ სასულიერო პირმა, რომელიც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა, სასტიკი საყვედური მიიღო. „ამ დღეს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არც ერთი საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ. ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და მან საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური ეს ნიშნავს, რომ…

მეტი...

სამგლოვიარო დერეფანი – ლექსო ლაშქარავს ამ წუთებში სახლიდან გამოასვენებენ

ლექსო ლაშქარავას საკუთარი სახლიდან კოლეგები და მეგობრები აცილებენ. უჩვეულო სამგლოვიარო პროცესია, გარდაცვლილს პატივით კოლეგების მიერ გაკეთებული დერეფნიდან გადაასვენებენ. ლექსო ლაშქარავას ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან სასტიკად ცცემეს. TV პირველის ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა.  ლექსო ლაშქარავას დღეს 15:00 საათზე დაკრძალავენ.

მეტი...

“მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით, რაც მოხდა 5 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ლექსო ლაშქარაშვილის დაკრძალვის პარალელურად 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ განცხადებებს აკეთებენ სასულიერო პირები. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლის სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ, ინსტიტუცია პასუხისმგებლობას არ იღებს, სასულიერო პირები ამბობენ, რომ თუ რომელიმე მღვდელი ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა, მათ საყვედური გამოუცხადეს. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესწავლა უნდა მოხდეს და ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. “რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ქვეყანაზე, ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი,…

მეტი...

“5 ივლისს სახელმწიფომ ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც მოქალაქეები” – გიორგი გახარია

“5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც საქართველოს მოქალაქეები.” – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია “საქართველოსთვის” რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.  “ლექსო ლაშქარავას ტრაგედიას, ეს ზუსტად ის პერსონალური საქართველოს მოქალაქის ტრაგედიაა, რომელზეც მე ახლა ვილაპარაკე. კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის – ჟურნალისტების წინაშე, TV პირველის წინაშე რა თქმა უნდა.რა არის იცით?! ჩემთვის, ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა საქართველოს მოქალაქეები, ეს ჩემთვის…

მეტი...

ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად რეგიონული ტელევიზიები და რადიოსადგურები დროებით მაუწყებლობას წყვეტენ

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, რეგიონული ტელევიზიები – გურია, მეცხრე ტალღა, ოდიში, TOK TV , აგროგარემო, TV/25, მეცხრე არხი, თანამგზავრი, TV 4, რიონი, ბორჯომი tv 15:10 საათზე მაუწყებლობას დროებით თიშავენ. აქციას უერთდებიან რადიოსადგურები “ჰერეთის” რადისადგურები. “გარდაცვლილი ოპრატორის, ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად, 15.00 საათზე, მედიაჰოლიდნგ ჰერეთის სამივე რადიოსადგური: დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 , კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8 და ბათუმში, რადიო ციტრუსი FM97.3, ერთი წუთით შეწყვეტს მაუწყებლობას,”- ნათქვამია “ჰერეთის გავრცელებულ ნფორმაციაში.. ლექსო ლაშქარავას ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან სასტიკად ცემეს. TV პირველის ოპერატორი 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. …

მეტი...

“აუცილებლად აგებს პასუხს ეს რეჟიმი, წელსვე დაისჯება, არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა” – ნიკა მელია

უცილებლად პასუხს აგებს ეს რეჟიმი, დაისჯება წელსვე, არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას მთავრობისათვის უნდობლობასთან გამოცხადებასთან დაკავშირებით. მელიას შეფასებით, ყველაფერი გარდა „ამ რეჟიმის დამარცხებისა და უკომპრომისო ბრძოლის გაჩაღებისა არის მესამეხარისხოვანი და არასერიოზული“. „ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე კრიმინალებზე და მოძალადეებზე, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში. უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით, იქნება ურყევი, ძალიან მტკიცე ბრძოლა გამარჯვებამდე. რაც არ უნდა მუშტები იქნიონ, რამდენიც არ უნდა…

მეტი...

“დამსხვრეული კამერა” – სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას სახლთან მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს

სხვადასხვა ტელევიზიების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახლთან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მისი კამერის ნამსხვრევები მიიტანეს. მედიის წარმომადგენლები კოლეგას უკანასკნელ გზაზე აცილებენ. ოპერატორები დაშვებული კამერებით გამოხატავენ მწუხარებას. ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. „ტვ პირველის“ ოპერატორის სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა. გამოსვენება იოსელიანის ქუჩიდან 15:00 საათზე დაიწყება. ლექსო ლაშქარავა ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის 5 ივლისს აქციაზე დაშავდა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მეტი...

ლექსო ლაშქარავას მეგობრები ემშვიდობებიან

ლექსო ლაშქარავს სახლში დილიდან არ წყდება ადამიანების ნაკადი. სხვადასხვა ტელეკომპანიების ოპერატორების მიასურებზე დღეს ლექსოს ფოტოებია. ლექსოს დღეს დაკრძალავენ, შეგახსენებთ ის 5 ივლისს აქციაზე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, მ მოგვიანებით კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

“თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას – თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა” – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას. თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს. ის მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჟურნალისტებს დააკისრა. „მეთქი, ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ. ალბათ, კარგი იქნებოდა რომ მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. მე ვთქვი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და რა ამბავში ხართ-მეთქი. იმ შეტაკებებს რაც მოყვებოდა, იმას ნუ უკეთებთ ცუდ კომენტარებს. რა ამბავში ხართ სულ ყველა, იმ ტრაგედიაზე შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ, რასაც ითხოვდა ელჩი, რომელიც დაგვიჯდა…

მეტი...

“ვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის თქმით, ვაქცინის შერევა-კობინაცია საშიში ტენდენციაა. მისი მტკიცებით, ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით, საკმარისი მონაცემები, ან მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ, მოსახლეობას ვაქცინების შერევისგან თავის შეკავებას ურჩევს. ასევე, დასძენს, რომ ვაქცინების შერევა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს და ადამიანები თვითნებურად დაიწყებენ გადაწყვეტილებების მიღებას, ვინ და როდის გაიკეთოს მეორე, მესამე, ან მეოთხე დოზა.

მეტი...

“ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში” – ამირან გამყრელიძე

ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას. „დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ…

მეტი...

“უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანა Pfizer-ის დოზებს მიიღებს. თამარ გაბუნიამ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. “უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება იმისი, რომ Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელი გვაქვს – Sinopharm, Sinovac, AstraZeneca, არის დადასტურებული ეფექტურობით და ახლა თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევა იმატებს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, აქტიურად ჩართვისკენ ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო გაფართოვდება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“1500-ზე მეტი შემთხვევა საკმაოდ კრიტიკული ზღვარია, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება ეპიდვითარებას” – თამარ გაბუნია

რთული გასაგები არ არის, რამ შეუწყო ხელი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდას. ბოლო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად ქმედითი შეზღუდვების გარეშე დავრჩით. ბოლო პერიოდში ასევე მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, სხვა ტიპის ორგანიზებული სახის კონფერენციები და ასეთი ტიპის აქტივობებიც ბევრი გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით,  საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდება ეპიდვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. „ბოლო პერიოდში ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკები და მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებებიც იყო ხელშემწყობი ინფექციის გავრცელების. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა…

მეტი...

პროკურატურამ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა

პროკურატურამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა, – ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს,…

მეტი...

“ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას” – ამირან გამყრელიძე

ტრაგიკული შემთხვევა, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე, ასევე კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა – ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი იყო პარმენ კახიძე ჩვენი თაობის დროს, როცა ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით…

მეტი...

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს. მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები განსაკუთრებით გააქტიურებულია. ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, გასული ორი-სამი დღის განმავლობაში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც როგორც გაბუნია განმარტავს, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. „კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით. შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. გასული ორი-სამი…

მეტი...

დელტას 72 შემთხვევა და შევსებული პედიატრიული საწოლები – სპეციალისტები ბავშვებში მძიმე შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული 2-3 დღის მანძილზე, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გახდა საჭირო. გაბუნიას თქმით, ამის მიზეზი ბავშვებში ინფექციის გაზრდილი მაჩვენებელია.  “გასული 2-3 დღის მანძილზე, ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება დაგვჭირდა, რაც ბავშვებში ინფექციის გაზრდის მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის დროს, პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით, რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში კი მთავარი გადაწყვეტა ვაქცინაციაა.  კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში საყურადღებოა, თბილისში მობილიზებული 200 საწოლი უკვე სრულად შეივსო, რადგან ბოლო 1 კვირაში ბავშვების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.  საქართველოში დელტა შტამის უკვე 72 დადასტურებული…

მეტი...

“ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც” – კახა კალაძე

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ის, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, დანაშაულის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება. „კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია. მეტი სიყვარული, პატივისცემა არის საჭირო. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც. ჩემთვის, როგორც…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 479-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 862პირს დაუდასტურდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 12 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 619 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 996, „პისიარ“ ტესტით – 14 121. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444. კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას…

მეტი...

„ძველ ბიჭებს და ქურდული გაგების ხალხს უპირობოდ სჯერათ შსს-ი​, სასწაულია, გააზიარეთ“ – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ერთ – ერთი მომხმარებლის პოსტს ეხმაურებიან, – „მე მჯერა შსს -სი“ – წერდა ფეისბუქ მომხმარებელი: „ძველ ბიჭებს და ქურდული გაგების ხალხს უპირობოდ სჯერათ შსს-ი​ სასწაულია, გააზიარეთ,“ – ამბობს ჯაფარიძე.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი ჩატარდა. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, სწავლება სააგენტოს 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.კოდექსით განსაზღვრულ საკითხებზე მომზადებული სპეციალური პროგრამა სააგენტოს თანამშრომლებს დაეხმარება, ეფექტიანად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. კურსის ფარგლებში, 120 თანამშრომელი ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზებასა და ტაქტიკაშიც გადამზადდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამა, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს და მასში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების გარდა, მოხალისეების სახით, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.

მეტი...

„ვირთხების უნებლიე ბოსი ხარ, მაგრამ მათზე მეტად “ქანცგაწყვეტილი” ვირთხა ხარ“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ირაკლი კობახიძეს

„ირაკლი კობახიძე არ მაქვს შენთან პირადული, არც არანაირი პირადული ზიზღი შენს მიმართ არ მამოძრავებს, ერთი ისაა იმ ვირთხების უნებლიე ბოსი ხარ მაგრამ მათზე მეტად ქანცგაწყვეტილი ვირთხა ხარ, ამას შენ მაიძულებ რომ დავწერო,“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში და პოსტის ვატო წერეთელის განცხადებას ეხმაურება, სადაც „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კობახიძემ მას „ნაბიჭვარი“ უწოდა. „მაიძულებ იმიტომ რომ ღირსებას ხარ მოკლებული, ყარხარ რასაც ჰქვია, არადა შეგეძლო ყოფილიყავი „დასტოინი“. ეს ყველა შენი გამოსვლა განცხადება გულის ამრევია ჩემთვის კი არა, არამედ მთელი 90% საზოგადოებისთვის, არ გრცხვენია? მართლა ნამუსიც ხომ შეიძლება 1 პროცენტის მეასედი…

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგია აღევლინება. წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა…

მეტი...

“საკუთარ თავს ვებრძვი, რომ შვილებს არ ვუთხრა – წადით ამ ქვეყნიდან და აღარასოდეს დაბრუნდეთ” – ირაკლი ოქრუაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პოსტს ქვეყნებს: „ მესამე დღეა, პირველად ცხოვრებაში, საკუთარ თავს ვებრძვი, რომ შვილებს არ ვუთხრა – წადით ამ ქვეყნიდან და აღარასოდეს დაბრუნდეთ,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

„ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო“ – გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლის მიმართვა

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მეუღლე მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს,  კორექტულობა შეინარჩუნონ. „ყველას მინდა დიდი მადლობა მოუხადო გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშვმა ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს! რა პოზიციაც არ უნდა გეკავოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი!უკვე ცხადია იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე… ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

“ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ მედიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისს კვერცხები და “სისხლიანი ბუშტები” ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, რის გამოც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი. 

მეტი...

აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 12 ადამიანი. უწყების განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“- აცხადებენ შსს-ში.

მეტი...