ოპოზიიცის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის

ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადადის – გეგმა დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა და თქვა, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების და პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში. ისინი კოლეგებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ ინიციატივას. 

“ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ დღეს ხელებს გვიგრეხდა, არიან რუსეთის მხარეს. ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში პარლამენტში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას – ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა,” – განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები