მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„დარბაზი ჯერ დაგატოვებინეს თქვენ, მედიას, ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიყვანეს, შემდგეგ ძალადობრივად გამოგვათრიეს დარბაზიდან, იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ეს დარღვევაა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

მსგავსი თემები