„ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში“ – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, მისი, როგორც თბილისის მერის სამომავლო გეგმები თითოეულ რაიონში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას და მათზე მუნიციპალიტეტის ზრუნვის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა. „თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს  ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის. მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად  ჩვენი ყოველდღიური  მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ…

მეტი...

„როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი“ -კახი კალაძე

„არაერთხელ მითქვამს – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სვლას არ შეწყვეტს.  „რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის – არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი – კახა კალაძე იქნება. მისი წარდგენა ამ წუთებში „მთაწმინდის პარკში“ მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკოსები, ხელოვანები, ექიმები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა და მას გუნდის გამორჩეული ლიდერი უწოდა. ამ წუთებში, ღონისძიების მონაწილეებს თავად კახა კალაძე მიმართავს და აცხადებს, რომ კმაყოფილი არასდროს იქნება, სანამ სოციალური ფონი არ გაუმჯობესდება. კახა კალაძე თბილისის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს.    

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი წარადგინა და საარჩევნო კამპანია დაიწყო

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია. თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „მთაწმინდის პარკში“ მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე. მისი თქმით, არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2…

მეტი...

„სახელმწიფომ ტურისტების შემოშვება უნდა გაამკაცროს, ტესტებსაც კი აყალბებენ“ – ბიძინა კულუმბეგოვი

​ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებული მწვავე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მწვავე რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს.   „არსებული მწვავე ტალღის პირობებში, ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. არადა, ქვეყანა  სრულად გახსნილია. ამ გახსნილობით ვერაფერი მოვიგეთ პირიქით. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს და სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ტურისტები გაყალბებული ტესტებითაც შემოდიან.    „გვყავს ჩრდილოელი მეზობელი რისკის ქვეყანა, საიდანაც გაყალბებული PCR ტესტის ცნობებით შემოდიან. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მინიმალური თანხის საფასურად აყალბებს PCR-ის  ცნობებს და ეს საკმარისი არ უნდა იყოს მათი…

მეტი...

მთაწმინდის პარკში კახა კალაძის მხარდამჭერები იკრიბებიან

მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ამ წუთებში „მთაწმინდის“ პარკში იკრიბებიან. ღონისძიებაზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება და სადაც „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ტერიტორია შემოღობილია დამცავი ჯებირებით და ყველა სტუმარს სპეციალური საშვები გააჩნია. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისე მიწვეული სტუმრები სპეციალურ შემოწმებას გადიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არია, ხელოვანები, მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, ექიმები, რომლებიც მმართველ გუნდსა და კერძოდ, მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს უჭერენ მხარს.  მიწვეული სტუმრები “მთაწმინდის პარკში” სპეციალური მანქანებით აიყვანეს.   

მეტი...

როგორი უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება – კახა ოქრიაშვილის განცხადება  ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და არსებული ვითარებიდან გამოსავალთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ პუნქტებზე, თუ როგორ უნდა შედგეს კოალიციური მთავრობა. „რადგან ჩრდილოვან კაბინეტზე პოლიტიკურ სპექტრში დისკუსია გაიხსნა, ვაცხადებთ და  კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ასახავს მექანიზმს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება“ – აცხადებს ოქრიაშვილი და 5 პუნქტიან შეთავაზებას ავრცელებს.      1.     კოალიციურ მთავრობაში პორტფელები განაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით –  ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი. …

მეტი...

“წინა ტალღის დროს ასეთი მაღალი ცხელებით არ იწყებოდა დაავადება” – ლიკა მუმლაძე

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის დადასტურებული ე.წ. დელტა შტამით კლინიკაში 2 პაციენტი იმყოფება. მისივე განმარტებით, COVID-19-ის წინა ტალღის დროს დაავადება მაღალი ცხელებით არ იწყებდა პროგრესირებას, ტემპერატურის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო. ლიკა მუმლაძე ასევე ე.წ. ინდური შტამის სიმპტომებზე საუბრობს. “დადასტურებული დელტა შტამით გვყავს მხოლოდ 2 პაციენტი, თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამოსავალი წერტილი არ არის ამისი ლაბორატორიული დადასტურება. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, დაახლოებით 60-70% პაციენტებისა არის დელტა შტამით. დაავადების გავრცელების და კლინიკური მიმდინარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ექიმებს, ეპიდემიოლოგებს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს მუტირებულ შტამთან საქმე. არის მწვავედ დაწყებული დაავადება, სწრაფად პროგრესირებადი, მაღალი ცხელებით…

მეტი...

“მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა” – ამირან გამყრელიძე

მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესებში ჩართულია არა კონკრეტული ერთი ან ორი ადამიანი, არამედ ყველა. „აქ არის ერთობლივი ანუ სოლიდარული პასუხისმგებლობა. პანდემია არის ყველაზე კარგი გამოხატულება დღეს გლობალური სოლიდარობის, აქ ერთი ადამიანი, ერთი პრეზიდენტი ან ერთი ხელმძღვანელი ამ საკითხს ვერ წყვეტს, ამას მთლიანად საზოგადოება წყვეტს“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, მანვე განმარტა, რომ რეგიონები ვაქცინებით საკმარისად მარაგდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. „ვაქცინები რეგიონებში ძალიან ბევრი მიდის, მე თვითონ ჩამოვიარე ყველა,…

მეტი...

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს 22 ივლისს კენჭი ხელახლა ეყრებათ

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამეტის პლენარულ სხდომაზე 22 ივლისს ხელახლა ეყრებათ კენჭი. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი არიან: გია ცაცაშვილის და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები. 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, მობილიზებული 5 700-ზე მეტი საწოლიდან, თავისუფალია დაახლოებით 1 300 ადგილი

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია. მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს და ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის უწყება ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სამინისტროს…

მეტი...

“არავიზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა აჩქარდეს. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი მოქალაქე „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას ელოდება, იმნაძის თქმით, ვაქცინის მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს, რასაც ყველა ვაქცინა უზრუნველყოფს. „ჯეჯერობით, სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომლებიც ვაქცინაციისთვისაა გამოყოფილი. ეს არის ჩვენი უბედურება დღეს, რომ ვიძახოდით, არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა, ახლა ვაქცინა ხომ ბევრია, დღეს 12 000-მდე ადამიანი აიცრება, ძალიან კარგია, მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ხვალ ამის ნახევარია დაჯავშნილი. თუ ჩემი არა, ყველა ჩემი კოლეგა, ვისაც ჭკუა…

მეტი...

ინფექციის გადატანიდან ვაქცინაციამდე არსებული პერიოდი 30 დღემდე შემცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციის გადატანიდან ვაქცინაციამდე არსებული პერიოდი 120 დღიდან 30 დღემდე შემცირდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ჩემთვის არ იყო მისაღები შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ, მაგრამ ნონა მამულაშვილი სრიალა მაგიდიდან ირაკლი ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა და გადაგვარჩინა” – ფრიდონ ინჯია

ჩემთვის არ იყო მისაღები შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ, მაგრამ ნონა მამულაშვილი სრიალა მაგიდიდან ირაკლი ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა და გადაგვარჩინა, – ​განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტის შეფასებისას. „ჩემთვის მისაღები არ იყო შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ, ეს არ უნდა გაეკეთებინა და ქალბატონისთვის ხელი არ უნდა ეხლო, თუმცა ჩვენს გვერდით, სადაც ვსხედვართ, ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და რომ არა ირაკლი ზარქუა, მან ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვემოთ, მამულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეშინოდა. თუ ის არ გააკეთებდა, მე გავაკეთებდი ამას. შემეშინდა,…

მეტი...

“მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში დამძიმებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ქელეხები უკვე მსხვერპლშეწირვას ემსგავსება. “არიან ადამიანები ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით, კიდევ ერთხელ ვამბობ, იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შემიძლია, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, ეს იქნება პირადი ინფორმაციის გავრცელება. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა, ახლახანს მოხდა ერთ ერთ რაიონში,” – აცხადებ პაატა იმნაძე. 

მეტი...

“პედიატრიული საწოლები ჯერჯერობით საკმარისია – მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებული” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისგან მოზარდების მთავარი დაცვა და რეგულაცია არის ოჯახის წევრების ვაქცინაცია. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით, პრობლემა არ არის. „მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები. ეს არის ყველაზე მთავარი დაცვა ამ შემთხვევაში. „დელტა“ შტამის გავრცელებას რაც შეეხება, დიახ, „დელტა“ შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ მოზარდი და მითუმეტეს, ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი…

მეტი...

“ღია სივრცეებში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ დაწესდეს. “დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, საიტი გაიმართა და შეფერხებები აღარ იქნება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისრტის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინაციის რეგისტარაციისთვის საიტი ტექნიკურად გაიმართა და Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება. “Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დაზუსტებით გვეცოდინება, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ თავიდან არ შექიმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ზუსტად გითხრათ როდის გაიხსნება. ვაქცინის მოწოდება გრძელდება და ჩვენ ველოდებით დიდი რაოდენობით მოწოდებას მოკლე ხანში. საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი სრულად იქნება გამართული და აღარ იქნება იქნება შეფერხებები…

მეტი...

“ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, ივლისი და აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში დახვდეს” – თამარ გაბუნია

სკოლებთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს დახვდეს უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სკოლებში შეზღუდვების დაწესება და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. გაბუნიას თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია. „იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის,…

მეტი...

“ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს. მისივე თქმით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი საფუძველია. „ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“,…

მეტი...

“ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო” – ირაკლი ღარიბაშვილი

“შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით,” – ამის შესახებ საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა დაწყებულია, ყოველ შაბათ-კვირას შემოდის ქვეყანაში, ასევე დაგეგმილია აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება და გუშინ წინ დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, “სინოვაკი” შემოვიდა – ანუ ვაქცინის მილიონნახევარი დოზა ადგილზეა. მთავრობის მეთაურის თქმით, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია. “მილიონ-ნახევარი ვაქცინა ადგილზეა, მილიონნახევარი გზაშია და შემოვა სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი.…

მეტი...

„მამა გიორგის პოზიციას გამოვხატავთ მხოლოდ მისი ოჯახის წევრები“ – თორნიკე მამალაძე

დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაკავებული დეკანოზის სახელით მხოლოდ მისი ოჯახი საუბრობს: „მიტროპოლიტი ნიკოლოზის გუშინდელმა ლაივმა კვლავ წამოწია დროებით მიყუჩებული “ციანიდის” თემა. ამასთან დაკავშირებით, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო: მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი რესპოდენტი არსებობს, მამა გიორგის პოზიციას გამოვხატავთ მხოლოდ მისი ოჯახის წევრები. ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება,“ – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში. კერძოდ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს.

მეტი...

“სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან” – მაია ბუწაშვილი

კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებაზე და ჰოსპიტალიზაციის ხარვეზებზე სოციალურ ქსელში წერს. სპეციალისტის თქმით, ხდება არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის ბავშვებისაც: “სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები “წამოწოლილი” პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს. ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და…

მეტი...

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება. როგორც მან აღნიშნა, „ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს“. „სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტდებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ…

მეტი...

“თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?” – ნათია თურნავა ჟურნალისტებს

„თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?” – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა პასუხისმგებლობას 5-6 ივლისის მოვლენებზე. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, რომელმაც როგორც იქნა სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მეტი...

სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მთავრობობანასა და პოლიტიკოსობანას თამაშს უწოდებს

თამაშობენ მთავრობობანას, პოლიტიკოსობანას და შეუძლიათ, გააგრძელონ ეს თამაში. შექმნან იმდენი მთავრობა, რამდენიც უნდათ, იყონ ჩრდილსა და სარდაფებში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელი განცხადება. სოზარ სუბარის თქმით, თუ უნდათ, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღონ, ამისთვის არსებობს პარლამენტი. „პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავთ და მიიღონ უფრო მეტი მონაწილეობა პროცესებში. ეს უკეთესი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის. ზოგადად, ინკლუზიურობა და ჩართულობა კარგია ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის. თუ სერიოზული პოლიტიკა უნდათ, ამისთვის არსებობს პარლამენტი და უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინონ პარლამენტში. დებოშს კი ნუ…

მეტი...

“ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.7 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.7 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2021 წლის მაისთან შედარებით ფასები 5.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.33 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში -0.8 პროცენტით ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. „ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -4.2 პროცენტიანი კლება სასმელებზე. გარდა ამისა, ფასების 1.0 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და…

მეტი...

„პალიკო“, „მუხო“, „ჯამა“, „ლაპუხა“ და სხვები – ვინ არიან დაკავებულები

პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. „ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით…

მეტი...

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ახალშობილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა. რეხვიაშვილის თქმით, ბავშვი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თავიდანვე ჩართული იყო „ევექსის“ სამედიცინო ბორდი და საქართველოს სამედიცინო…

მეტი...

“გთხოვთ აიცერით, 2 616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა” – პრემიერი მოსახლეობას მიმართავს

“2 600 შემთხვევა ძალიან საგანგაშო” – პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციისაკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დამძიმებული ეპიდვიარების ფონზე COVID-19-ის დამარცხებისთვის ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა. “აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. აცრილი ადამიანის სიკვდილიანობა სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების. დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2 600 შემთხვევა – ეს არის ძალიან საგანგაშო. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას – გთხოვთ აიცერით. ძალიან…

მეტი...

“ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია შეზღუდვების ხელახლა შემოტანა” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, თუ ქვეყანამ კოვიდვითარების შესაბამისი მართვა ვერ შეძლო, პროგრესი, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა წყალში ჩაიყრება, პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა კი დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. “ჩვენ რამდენიმე თვის წინ როდესაც გადავწყვიტეთ შეზღუდვების მოხსნა, მაშინ ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, და ახლაც ვიხელმძღვანელებთ ხალხის ინტერესებიდან,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და  ამის მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, გახსნილი ეკონომიკა და ტურიზმი მოიყვანა. “მინდა ჩვენ ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა.  მოვხსენით ნიღბის ტარება ქუჩაში, იმიტომ რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში. ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ სურს ადამიანს შეიძლება ატაროს…

მეტი...

შსს-მ „ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს – 14 ივლისს, 1988 წელს…

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება. „ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისე დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება…

მეტი...

“ბათუმის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამი ქვეყნის პერსპექტივებს, ევროკავშირისკენ მისწრაფებას” – პრემიერი

ბათუმის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამი ქვეყნის პერსპექტივებს, ევროკავშირისკენ მისწრაფებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტ ბატონ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტ ქალბატონს სანდუს. ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება სამივე ქვეყანას, სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც გვაერთიანებს. კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებასა და საერთო ღირებულებების დაცვას, ზოგადად, ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით რვა პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში რვა პირი დააკავეს. „ყველა მათგანი: 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. “ქურდული სამყაროს” წევრობის,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 557, აჭარაში – 205, იმერეთში – 191

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 557, აჭარაში – 205, იმერეთში – 191, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო…

მეტი...